1. პროექტის სახელწოდება: ''იმედის სხივი"
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა): ლეიკემია - მასთან ბრძოლა და მისი დამარცხება შესაძლებელია.
3პროექტის აქტუალობა: ონკო-ჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაცია, განცდა, რომ მათი თანატოლები ზრუნავენ მათზე.
4. პროექტის მიზანი: პრობლემის დანახვა, გათავისება, სიკეთის კეთება, სხვათა დახმარების სურვილი. სოციალური, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება,საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება-ჩატარება
5. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წლის მოზარდები
6. ვადები|ხანგრძლივობა- 2თვე
7. მოსალოდნელი შედეგები| პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მეტი ადამიანი გაიგებს ამ დაავადების მქონე ბავშვების პრობლემების შესახებ და შეეცდება მათ დახმარებას, შეიძლება გამოჩნდნენ სპონსორები. პროექტში მონაწილე ყველა მხარე მიიღებს საინტერესო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში მონაწილეობის გამოცდილებას.
მოსწავლეები შექმნიან ბლოგს სადაც ასახული იქნება პლაკატები, ფოტოკოლაჟი, ვიდეო, დღიურები, შთაბეჭდილებები და სხვა
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი,
სკოლის საკონცერტო დარბაზი, ბილეთები, შემოწირულობის ყუთი
9. პროექტის მსვლელობა-ძირითადი აქტივობები:
ა) იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ონკო-ჰემატოლოგიურ პაციენტებთან(ბავშვებთან) შეხვედრა და დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება მათი საჭიროებების შესახებ
ბ)ინფორმაციის გავრცელება სკოლაში პროექტის მიზნების შესახებ
გ) ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება თემაზე: "ლეიკემია-ბრძოლა და დამარცხება შესაძლებელია" ტრენინგებს ჩაატარებენ მოწვეული მედიკოსები იაშვილის ბავშვთა კლინიკიდან
დ) საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება საინიციატივო ჯგუფის მიერ საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ
ე)სკოლის საქველმოქმედო ღონისძიება-აქციის მომზადება და გამართვა
ვ) ბილეთებიდან, შემოწირულობის ყუთიდან შეგროვილი თანხების გადარიცხვა ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების შესაბამის ანგარიშზე
10.საგნებთან|საგნობრივ ჯგუფთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი- ქიმია, ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება, ისტ პროგრამასთან
11. პროექტის ხელმძღვანელი: დალი ბუჩუკური
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: buchukuridali3@gmail.com
13 პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგიhttp://proeqti3.blogspot.com/: